ქეთევან წამებულის # 67, სადაც სავარაუდოდ CO-ს დაგროვების შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, მმართველი გუნდის წევრი ბექა ნაცვლიშვილი მივიდა.
დეპუტატი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები მომრავლდა, რაც იმის მიმანიშნებელია რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.
„ეს ყველაფერი არის შესასწავლი. რეგულაციები არის ალბათ იმდენად მცირე, რომ შეიძლება საჭირო გახდეს ზოგადად რეგულაციების გამკაცრება. ამიტომ ეს არის კარგად შესასწავლი, რომ ვიზრუნოთ ისეთ რეგულაციებზე, რომელიც პრევენციული იქნება ასეთი შემთხვევების. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ხარვეზები არის გამოსავლენი და შემდეგ საჭირო რეგულაციები და ღონისძიებები გასატარებელი,“- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
კომენტარები