„პოპულიზმის დრო საქართველოში არ არის, ახლა არის საქმის კეთების დრო“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს, რომელმაც ქეთევან წამებულის 67 ნომერში მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თბილისის მერს დააკისრა.
„ელისაშვილი თუ ვინ არის და რას წარმოადგენს, მე მგონი, მე 2017 წელს საზოგადოებას ვაჩვენე. არ არის ახლა ადგილი იმისა, რომ ალეკო ელისაშვილს ვუპასუხო აქ. არასდროს პოპულიზმს და დემაგოგიას არ ვაპატიებთ, ბატონ ელისაშვილს. პოპულიზმის დრო საქართველოში არ არის, ახლა არის საქმის კეთების დრო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შემთხვევის ადგილზე მისულ კახა კალაძეს და ალეკო ელისაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძეს განმარტებები მოსთხოვა, თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევების გამო და მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა.
კახა კალაძე – ელისაშვილი თუ ვინ არის და რას წარმოადგენს, მე 2017 წელს საზოგადოებას ვაჩვენე
2019/01/31 17:20:40

ნანახია: 1579 ჯერ