საპარლამენტოს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთს საქართველოს სახელმწიფოსთვის 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა, სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – საქართველოს 1500 მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს იყო ღირსების საქმე, რითაც სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, საერთაშორისო დონეზე შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი – პასუხს აგებს ყველა ხელისუფალი, ვინც უგულებელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და/ან საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაარღვევს.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეში ის იყო მთავარი მოპასუხე, არამედ – 2012 წლამდე სტრასბურგის სასამართლოში მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები იყო გაგზავნილი, 2014-2016 წ.წ. კი იუსტიციის სამინისტრომ მოიძია, დაამუშავა და 1500-ზე მეტი მოქალაქის მონაცემები გაუგზავნა სასამართლოს, რომელმაც, თავის მხრივ, მათი უფლებებიც თანაბრად აღიარა.
ვულოცავ ყველას, განსაკუთრები კი მათ, ვინც 2008 წელს რუსეთის ხელისუფლებისგან უშუალოდ დაზარალდნენ. როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს. ამ დროს ყველაზე მთავარი – ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებაა“, – წერს იონათამიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
რატი იონათამიშვილი – როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს
2019/01/31 17:48:59

კომენტარები
ნანახია: 813 ჯერ