დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, დიდგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის და ყიფშიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გულრიფშის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, მახინჯაურის, ქართველიშვილის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, დეპოს, ქართლელიშვილის, ლიკანის, ნიკო მარის, საყვირის, კამალოვის, სუმბათაშვილ-იუჟინის, თამარაშვილის, ჩაქვის, მეჯვრისხევის, სართანიას, კავთისხევის, კიკნაძის, გომბორის, ჯანელიძის, კოხრეიძის, მანჯგალაძის, წიკლაურის, საჭილაოს, სვანეთის და წმინდა მელქისედეკ I ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის, გოძიაშვილის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საირმის გორას, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იოსელიანის, ახალშენის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ჩიქოვანის, სულხან ნასიძის და გურამ ბზვანელის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
2019/02/05 10:23:50
კომენტარები
ნანახია: 539 ჯერ