ეკა ბესელიასა და მმართველი გუნდის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. კერძოდ, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს. კანონპროექტს ხელს აწერს 9 დეპუტატი. მათ შორის არიან ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე.
„შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. პარალელურად დავიწყოთ ორგანულ კანონზე მუშაობა და სამართლებრივად მოწესრიგდეს ის ნორმები, რომლებიც ეხება მოსამართლეთა დანიშვნას. ამ ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ინიციატივას ჩვენს კოლეგებს ვთავაზობთ და იმედია რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს,“- ამბობს ბესელია.
კომენტარები