ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტმა გაბაშვილის გორა დაათვალიერა და ქართულ-პოლონური ერთობლივი, არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ექსპედიციის ფარგლებში, ქართულ-პოლონური არქეოლოგიური პროგრამის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გულისხმობს იმას, რომ არქეოლოგიურად დადგინდეს ქალაქ ქუთაისის ისტორიული საზღვრები, ასევე, ქვის ხანის პერიოდიდან დღევანდლამდე განვითრების რა გზა გიარა ქალაქმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილი წარდგენილი იყოს იუნესკოში, როგორც ურბანული ძეგლი.
კომენტარები