„ქართული ოცნების“ წევრი, ეკა ბესელია განმარტავს, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით შეჩერების მექანიზმი უნდა ამოქმედდეს.
„ვინც ამბობს, რომ არ სმენია ამ ინიციატივის შესახებ, არ არის გულწრფელი. ამ ინიციატივაზე მე ორჯერ ვისაუბრე უმრავლესობის სხდომაზე, მე დავსვი ეს საკითხი ორჯერ და ორივეჯერ პარტიის თავმჯდომარე მას დაეთანხმა. თუ ახლა ანრი ოხანაშვილი ზარდიაშვილთან უფრო მეტად ანგარიშვალდებულია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარესთან, ეგ მათ გაარკვიონ ერთმანეთში, ეს არ არის ჩემი გასარკვევი თემა. ჩვენ თავად ჩვენს გადაწყვეტილებაზე გეტყვით მაშინ, როგორც კი ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ. ამ გადაწყვეტილების ფორმირების თუ მიღების პროცესში ვართ, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს, ამ იდეებისთვის ბრძოლად როგორ ვაგრძელებთ, ამას ჩვენ აუცილებლად გეტყვით უახლოეს პერიოდში,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.