მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ზედმეტი კითხვები რომ არ გაჩენილიყო, დაჩქარებული წესით მის განხილვას მხარი დაუჭირეს.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ბიუროს ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვისთვის მხარი რომ დაეჭირა, ამის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
„სჯობს, ზედმეტი კითხვები არ გაჩნდეს და ვიღაცამ სპეკულაციურად არ გაიგოს, რომ დაჩქარებაზე მხარის არდაჭერაც კი, რაღაცის ინდიკატორია. ზედმეტი კითხვები არ გავაჩინეთ და დაჩქარებულ წესს მხარი დავუჭირე. კანონპროექტის ავტორები რამდენად უპასუხებენ კონსტიტუციურობისა და მიზანშეწონილობის შესახებ კითხვებს, ამაზე მსჯელობა გვექნება”, – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები