სომხეთის რესპუბლიკაში, ქართველოს პრეზიდენტმა სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსთან, მის უწმინდესობა გარეგინ II-სთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა. მშვიდობიანი მოსახლეობის გახშირებული გატაცებების ფაქტებზე და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე ისაუბრა. ,,რაც ეხება ჩვენს ორ ოკუპირებულ ტერიტორიას, აქაც ჩვენი პოლიტიკა სრულიად მშვიდობიანია და ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკა მშვიდობიანი ნაბიჯებისგან შედგება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, რომ მათ გავუწოდოთ ხელი და დავეხმაროთ ყველა კუთხით – განათლების, ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური წამოწყებებით. სამწუხაროდ, ის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული ხაზის იქით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, აყვანილნი არიან მძევლად და ბოლო პერიოდში, შეიძლება ეს არის პასუხი ჩვენს მშვიდობიან ნაბიჯებზე – ძალიან შეზღუდულია ამ მოსახლეობისათვის გადმოსვლის საშუალება. დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო გადმოსასვლელი პუნქტები, რამაც შექმნა საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ასევე, იცით რომ ოკუპაციის ხაზზე ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, სადაც გატაცებები გახშირდა, რაც ზოგჯერ ტრაგიკულდ მთავრდება, როგორც რამდენმე დღის წინ, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, რაც ოკუპაციის ხაზის ჩვენს მხარეს ძალიან რთულ მდგომარეობას ქმნის, თუნდაც იმ მოსახლეობისათვის, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას ამ ძალიან მძიმე პირობებში. რაც ეხება, მეორე მხარეს, პრაქტიკულად აკრძალულია ქართული ენის სწავლა, რომ არაფერი ვთქვათ, იმაზე, რომ წირვა ქართულ ენაზე საერთოდ არ აღევლინება”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას.
მოსახლეობა, რომელიც ოკუპირებული ხაზის იქით ცხოვრობს, მძევლად არის აყვანილი
2019/03/15 12:46:41
ნანახია: 577 ჯერ