პარტია ქართული ოცნების წევრი ვატო შაქარაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის დატოვებას გეგმას. ამის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ტოკ-შოუ რეაქციაში გააკეთა.
მან გააკრიტიკა ქართული ოცნების მიერ მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმების შესახებ შემუშავებული კანონპროექტი. მისი თქმით, ის მოსამართლე, რომელმაც პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და ციხეში ჩასვა გრიგოლ მიქაუტაძე იყო.
“ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რა დაუკვეთა საზოგადოებამ 2012 წელს და რა მივიღეთ დღეს. მე ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ციხეში შევხვდი. იცით რატომ? მოსამართლემ ძალიან მარტივად ცივსისხლიანად შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. იცით ვინ იყო ეს მოსამართლე? მოსამართლე, რომელზეც გვთავაზობენ უპერსპექტივო თეზისს ცუდების გაკარგებასთან დაკავშირებით. ეს იყო გიორგი მიქაუტაძე”, — განაცხადა მან.
მისი თქმით, მთავარ ღირებულებებზე ვერ თანხმდებიან, რადგან არ ესმით მოსამართლის აზრი. ის აცხადებს, რომ “მოსამართლე ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული სისტემაზე და ყველაზე მეტად ინდივიდუალური”.