თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა.
შსს-ს ინფორმაციიღ ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
კომენტარები