ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში, უბედური შემთხვევა მოხდა – 32 წლის ქალი სასტუმროს შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის აღნიშნულ სასტუმროში მუშაობდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები