ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გიკვირთ?
სანამ თქვენ სრულიად “ფბ” სივრცე ერთ დიდ ნეკროლოგად აქციეთ, გოდებთ და ვიშვიშებთ, საქართველოს ღიმილით და ფულით იპყრობენ უცხოელები!
როდესაც სიღნაღში გადმოვსახლდი, ძალიან გამიჭირდა დამხმარე ადამიანების მოძებნა სასტუმროს გასამართად….
იცლება აქაურობა, სამაგიეროდ მრავლად არიან უცხოელები!
დღეს ჩემთან არგენტინელი სტუმრები არიან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს სიღნაღში გადმოსახლების.
რათქმაუნდა ასიმილაცია და ინტეგრირება ზოგადად არაა ცუდი, მაგრამ ჩვენნაირი ზარმაცი ერისთვის დამღუპველია.
მე თუ წამოვედი სოფლად, მე თუ დავრბივარ მთელი დღე ფოდნოსებით და საღამოს 10 საათზე უკვე გათიშულს მეძინება, თქვენ რა დაგემართათ?
სულ წუწუნი, სულ გოდება…ამ დროს კი უცხოელები გიჟდებიან ჩვენს ლამაზ ქვეყანაზე და ოჯახებით სახლდებიან…
აწყდით კომპს, ჩადით თქვენს სოფლებში და გაანძრიეთ ხელი!
P.S. და მერე რა რომ მანიკური აღარ მაქვს..” – წერს მოროშკინა.
“იცლება აქაურობა, სამაგიეროდ მრავლად არიან უცხოელები”
27.03.2019 14:06:34
ნანახია: 735 ჯერ
