ნაძალადევის რაიონში კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის მე-9 კორპუსის წინ ხორციელდება, სადაც წყალარინების მოძველებული მილები ჯამში, 328 გრძივ მეტრზე იცვლება, ასევე, 6 ახალი საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა გაბუნია გაეცნენ.
„ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის მე-9კორპუსთან საკმაოდ მოცულობით სამუშაოებს ვასრულებთ. ძველი, დაზიანებული მილების შეცვლით 100-მდე ოჯახს კომუნიკაციების მხრივ არსებული პრობლემები მოუგვარდება. კორპუსის ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, ასფალტის საფარიც დაიგება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძე.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობა 80 730 ლარს დახარჯავს.