სოფიო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“რამდენიმე მედია-საშუალებამ გაავრცელა სიცრუე, თითქოს სოფო კილაძის ინიციატივა – „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ აკანონებდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს სკოლაში. ჩანაწერი, რომ სქესობრივი აღზრდის განათლება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობით, ემსახურება იმას, რომ თუ რომელიმე ენჯეომ ან ექსპერტმა გადაწყვიტა, რომ მაგალითად, არაფორმალური განათლების ფარგლებში (საბავშვო ბანაკები, ტრენინგები და ა.შ.) შემოიტანოს ასეთი ტიპის გაკვეთილები ბავშვებისათვის, მათ არ ჰქონდეთ ამის საშუალება მშობლის ფილტრის გარეშე. დღეს ბავშვები დაუცველები არიან ამ კუთხით, რისი კარგი მაგალითი იყო ხატია ახალაიას ცნობილი ონლაინ გაკვეთილები, რომელმაც სამართლიანად გამოიწვია აღშფოთება საზოგადოებაში. ჩვენ არ გვინდა ასეთი რამის განმეორება. მე მესმის, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედიის ინტერესში ხელისუფლების დისკრედიტაციაა, მაგრამ ასეთი უღირსი მეთოდების გამოყენება ვფიქრობ, მიუღებელია.”-წერს კილაძე.