საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაზუსტებული მონაცემებით დღეს მიწისძვრა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან სამ კილომეტრში მოხდა.
დაზუსტდა მიწისძვრის სიძლიერეც – 3.7 მაგნიტუდა.
ბიძგები 21:34 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა საქართველოს ტერიტორიაზე, ყვარელთან მოხდა, თუმცა ეპიცენტრი მოგვიანებით დაზუსტდა.
კომენტარები