მაშველები და მყვინთავები მეტეხის ხიდის მიმდებარეტერიტორიასა და მდინარე მტკვრის სიღრმეში სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ შეტყობინება მტკვარში მოქალაქის გადახტომის შესახებ რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
„სამძებრო სამუშაოებს ვაწარმოებთ მას შემდეგ, რაც შემოვიდა შეტყობინება, თუმცა ვერ დავადასტურებ, რომ ხიდიდან ნამდვილად გადახტა ვინმე, ვინაიდან მსგავსი სახის ცრუ შეტყობინებების უწყებაში შემოსვლის არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობსსამძებრო სამუშაოები როგორც მეტეხის ხიდის მიმდებარე პერიმეტრზე, ისე წყლის სიღრმეში”, – აცხადებენ უწყებაში.
კომენტარები