დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული რვა ადამიანიდან, ორის მდგომარეობა საყურადღებოა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორივე მათგანს სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ.
„აფეთქების შედეგად რვა ადამიანმა მიიღო დაზიანება. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ორი პაციენტია საყურადღებო, რომლებსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ. თუმცა, მათ სამედიცინო დახმარება დაზიანების პირველივე წუთებიდან გაეწიათ. ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან განაწილებულები. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის“,- აღღნიშნა სერგეენკომ.
კომენტარები