„ფეისბუქლაივები“ და პირდაპირ ეთერში წაკითხული ლოცვები რუსთავის პეტრე-პავლეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრისა და მონასტრის ბერის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ბერი გაბრიელი ამბობს, რომ მღვდლებმა მიტროპოლიტის თანდასწრებით სცემეს. ცემის ფაქტს არ ადასტურებს ტაძრის წინამძღვარი.
ინციდენტის თვითმხილველი იხსენებს, რომ 26 მარტს, სასულიერო პირების შეხვედრისას, მეუფის სატრაპეზოდან ხმაური გაიგო.
ასევე თვითმხილველების თქმით, ბერმა გაბრიელმა მეუფე იოანეს და 14 სასულიერო პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საცემადაც გაიწია, რის შემდეგაც ის ეპარქიის ტერიტორიას გაარიდეს.
კომენტარები