უკრაინა ახალ პრეზიდენტს ირჩევს. მოსახლეობამ მეორე ტურში არჩევანი ორ კანდიდატს შორის: ქვეყნის მოქმედ ლიდერს პეტრო პოროშენკოსა და შოუმენ ვლადიმერ ზელენკის შორის უნდა გააკეთოს. ვლადიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა. მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საღამოს შედეგებს შტაბში, გუნდის წევრებთან ერთად დაელოდება.
„ძალიან კარგი დილა იყო. ბავშვები, შემწვარი კვერცხი და ხასიათისთვის დილიდან ცოლმა „ემინემის“ სიმღერა მომასმენინა. ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მივდივარ გუნდთან, ისინი ნერვიულობენ და მათ გავამხნევებ. შემდეგ კი დაველოდები შედეგებს“, – განაცხდა საარჩევნო უბანზე მისულმა ვლადიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები