შრი-ლანკაში მერვე აფეთქება მოხდა. როგორც „ბიბისი” იუწყება, აფეთქება კვლავ ქალაქ კოლომბოში გაისმა.
შრი-ლანკის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კომენდანტის საათი 18:00-დან დილის 06:00-მდე იმოქმედებს.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, შრი-ლანკაში მეშვიდე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ამ დროის მონაცემებით, აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა. მათ შორის 35 უცხოელია. მათი წარმომავლობა ჯერ უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად დაშავდნენ ჩინეთის მოქალაქეები.
კომენტარები