მიანმარში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საბადოზე სულ მცირე, 54 ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის“ ცნობით, ტრაგედია ქვეყნის ჩრდილოეთში, კაჩინის შტატში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეწყერის მასშტაბების გამო ამ დრომდე მხოლოდ სამი ადამიანის ცხედრის მიგნება მოხერხდა. სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. რეგიონში მეწყერის ხშირ ჩამოწოლას სწორედ საბადოები იწვევს, რადგან საბადოებში რეგულაციებს და უსაფრთხოების ზომებს ნაკლებას იცავენ.
კომენტარები