აშშ-მა უნდა გაიაზროს, რომ თურქეთზე ზეწოლითა და მუქარით შედეგს ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხამი აქსოიმ განაცხადა.
„აშშ-ს ხელისუფლებამ კვლავ დაიწყო მუქარის ენით ლაპარაკი. თუმცა, აქამდე ყველა დარწმუნდა, რომ ამგვარი მიდგომა უშედეგო და უაზროა. ანკარა არ მოითმენს ზეწოლას და ეს აშშ-მა უნდა გაიაზროს“, – განაცხადა აქსოიმ.
თურქეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებით, თურქეთი და აშშ განაგრძობენ დიალოგს ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემების მოსაგვარებლად.
„ამერიკული მხარისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოველით იმ საკითხებში, რომელიც თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება“, – დასძინა მან.
კომენტარები