კვიპროსში 7 ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მთავარმა ეჭვმიტანილმა, 35 წლის სამხედრომ ბრალი აღიარა. ადგილობრივი მედია მას „კუნძულის პირველ სერიულ მკვლელს უწოდებს“. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
პოლიციამ ორი ცხედარი შახტში იპოვა. ბრალდებულის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამართალდამცველები სხვა მსხვერპლებს ეძებენ. ასევე ცდილობენ იპოვონ ერთ-ერთი მსხვერპლი ქალის 6 წლის შვილი.
ცნობილია, რომ მოკლულებიდან სამი ქალი წარმოშობით ფილიპინელია.
კომენტარები