დღეს, ესპანეთში საპარლამენტო არჩევნებია, ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის კონგრესის 350 წევრს და 208 სენატორს აირჩევენ.
ესპანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის უფლება 36 მილიონ მოქალაქეს აქვს.
სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ლიდერობს სოციალისტური პარტია. ასევე მემარცხენე პარტია „პოდემოსი“ და მემარჯვენე „მოქალაქეები“.
არჩევნები ესპანეთში 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის გამო, ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
კომენტარები