BBC-ის ინფორმაციით, პარიზში პირველ მაისთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 380 ადამიანი დააკავა. დაშავებულია 38 ადამიანი, მათ შორის პოლიციის 14 ოფიცერი.
აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს. საფრანგეთის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
დაიწვა მანქანები, დაზიანდა შენობები. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ „ყვითელჟილეტიანებიც“. დემონსტრაციის მიზანი მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა იყო.
კომენტარები