მკვლელობა წალკის რაიონში – სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ასევე ერთი ადამიანი. დავა, სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია, ეჭვმიტანილები კი უკვე დაკავებულები არიან, მათ შორის ერთ-ერთი არის, პარლამენტის ყოფილი წევრი.
“სისხლიან გარჩევას წალკის რაიონის სოფელ ნაზდევანში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა, დაჭრილია 45 წლამდე მამაკაცი, ხოლო დაშავებულია 15 წლის მოზარდი, რომელსაც სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება”, – აღნიშნა “მოამბის” ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვისას.
კომენტარები