ჩრდილოეთ მაკედონიის მმართველი გუნდის სოციალ-დემოკრატების კანდიდატმა, სტევო პენდაროვსკიმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნულის შესხებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
“საპრეზიდენტო არჩევნები ყველა ჩვენგანისთვის გარანტირებული გზაა ნატო-სა და ევროკავშირში, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით – ხალხისთვის, ოჯახისთვის, ქვეყნისთვის”, – განაცხადა პენდაროვსკიმ გამარჯვების შემდეგ.
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პენდაროვსკიმ ხმების 52% მოიპოვა.
კომენტარები