ჰონგ-კონგის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა სხდომაზე მიკროფონისთვის ბრძოლა დაიწყეს. ისინი ჟურნალისტების თვალწინ მაგიდებზე ხტებოდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
არეულობის დროს რამდენიმე დეპუტატი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი დარბაზიდან სასწრაფო დახმარების საკაცითაც კი გაიყვანეს.
კომენტარები