პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფორუმს ესწრება. ღონისძიება, რომელიც უკვე ნახევარი საათია მიმდინარეობს, გიორგი კვირიკაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, თეორიულ ცოდნასთან ერთად აუცილებელია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს აქვთ.
„ფაქტია, დღეს რაღაც დამატებითია საჭირო იმისათვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ და სწორედ ამიტომ ჩვენ დავინტერესდით დანი როდრიკის განვითარების თეორიით, როდესაც გარკვეულ მიმართულებებს, სწორი დახმარების შედეგად, ეძლევა მეტი მნიშვნელობა და როდესაც ეძლევა მეტი მნიშვნელობა და როდესაც ხდება გამოუყენებელი შესაძლებლობების ამუშავება და მთლიანად ღირებულებთა ჯაჭვი იწყებს მოქმედებას,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
“აუცილებელია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს აქვთ”
2016/08/04 11:39:08
ნანახია: 1567 ჯერ