ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი მოსახლეობას შეხვდა.
“მოხარული ვარ, რომ მომეცემა საშუალება ვიბრძოლო ქუთაისში, ვიშრომო ქუთაისელებთან ერთად. ქალაქში, რომელსაც უნდა ჰქონდეს რეალური ფუნქცია საქართველოს დედაქალაქის, საქართველოს პოლიტიკური ცენტრის, ის რაც იყო ჩვენი ჩანაფიქრი, რასაც ვაკეთებდით და რაც ამ ხელისუფლებამ შეაჩერა.
ოპტიმიზმის, სამუშაო ადგილების ინვესტიციების დაბრუნება, ქუთაისის აღორძინება და მნიშვნელოვან ევროპულ ქალაქად ჩამოყალიბება არის ჩვენი სტრატეგია, ჩვენი სურვილი და მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, სწორედ ამას გავაკეთებ ქუთაისის მოსახლეობასთან ერთად”,- განაცხადა წერეთელმა.
კომენტარები