დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მის მეუღლეს ლონდონის აეროპორტში სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯერემი ჰანტი დახვდა.
ვიზიტის პირველ დღეს დონალდ ტრამპი ვესტმინსტერის სააბატოს დაათვალიერებს, პრინც ჩარლზს ჩაიზე ეწვევა, საღამოს კი ელისაბედ მეორის სტუმარი იქნება. დედოფალი სტუმრის პატივსაცემად ბუკინგემის სასახლეში საზეიმო ბანკეტს გამართავს, რომელსაც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი არ დაესწრება.
ბრიტანეთში გამგზავრებამდე ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში მარკლზე საუბრისას სიტყვა “აუტანელი” ახსენა. დონალდ ტრამპი დაუპირისპირდა ლონდონის მერსაც, რომელსაც “Twitter”-ის ქსელში ხელმოცარული პოლიტიკოსი უწოდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს ოპოზიციურმა “ლეიბორისტულმა პარტიამ” ბოიკოტი გამოუცხადა. ლონდონში, მანჩესტერში და ბელფასტში ტრამპის ვიზიტის გასაპროტესტებლად აქციები იგეგმება.