სროლა ავსტრალიაში – შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთდროულად რამდენიმე თავდასხმა მოაწყო. მან სხვადასხვა ქუჩაზე გამვლელებს ესროლა, 4 ადამიანი მოკლა და ერთი მძიმედ დაჭრა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთ-ერთ სასტუმროშიც იმყოფებოდა, მან ყველა ოთახი დაათვალიერა და 20-მდე გასროლა განახორციელა.
ეჭვმიტანილი პოლიციამ რამდენიმე საათის დაგვიანებით დააკავა. მისი ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ბოროტმოქმედი 45 წლის მამაკაცია.
გამოძიებას მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებია. ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი კონკრეტული პირის მკვლელობის მოტივით მოქმედებდა.
კომენტარები