ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, ვაშინგტონში ლგბტ თემის მხარდამჭერ აქციაზე სროლა იყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. პოლიციაში შეიარაღებული კაცი, რომელიც აქციაზე ისროდა, უკვე დააკავა.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გარბიან აქციის მონაწილეები.
აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ისტორიაში პირველად კაპიტოლიუმის შენობის სახურავზე ლგბტ დროშა აღმართეს. დროშის აღმართვის ბრძანება ვისკონსინის გუბერნატორმა ტონი ევერსმა გასცა. დროშა ლგბტ “პრაიდის” აღსანიშნავად შენობის თავზე ივნისის თვის განმავლობაში იფრიალებს.
კომენტარები