რუსეთის მხრიდან პოტენციური აგრესიის შესაკავებლად შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 2000 ამერიკელი სამხედროს გაგზავნას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტთან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააჟღერა. მისი თქმით, პოლონეთში დამატებით კონტიგენტს გერმანიიდან გადმოიყვანენ. თეთრი სახლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ იმედი აქვს, რომ “რუსეთი პოლონეთს პატივისცემით მოექცევა.”
დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ამავე პრეს-კონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის, “ჩრდილოეთ ნაკადის წინააღმდეგ” სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
კომენტარები