ომანის ყურეში, ქართველი მეზღვაური სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, ცეცხლი რამდენიმე ტანკერს ერთდროულად გაუხსნეს, რასაც ხანძარი და აფეთქებები მოჰყვა.
შემთხვევის დროს ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშით მცურავ გემზე იმყოფებოდა, თუმცა მისი ხმელეთზე გადაყვანა დროულად მოხერხდა.
თავდასხმის ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ გემებს ჭურვები ან ზღვის ნაღმები მოხვდა. ომანის ყურე ერთმანეთთან სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას აკავშირებს.
კომენტარები