მეამაყება, რომ ვარ კახელი, ვარ წელში მოუდრეკელი ხალხის წარმომადგენელი, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
„მეგობრებო კახელებო, კიდევ ერთხელ მინდა, დიდი სიყვარულით, დიდი სიამაყით მოგმართოთ! მეც ამ მხარის შვილი ვარ, მეამაყება, რომ ვარ კახელი, რომ ვარ ამ ამაყი, წელში მოუდრეკელი ხალხის წარმომადგენელი. დღეს უდიდესი პატივი მხვდა წილად – ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ვიქნები მთელი საქართველოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, კახელების ინტერესების დამცველი, კიდე ვერთი უმანდატო მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, უკვე საქართველოს მთავრობიდან, მთელი საქართველოს, მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენი ინტერესების გამომხატველი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა კანდიდატების წარდგენაზე მისულ მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს ნათელ მომავალს, გაფერადებულ, აგუგუნებულ საქართველოს.
„დავდგეთ ერთ მუშტად შეკრულნი და უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი. ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაძლიერდება და ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.