თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი პოსტს თვის ბოლოს დატოვებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელმაც სანდერსს ნამდვილი მებრძოლი უწოდა. თავად პრესმდივანმა კი აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი პატივი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა.
სანდერსი 36 წლისაა. მან თეთრი სახლის პრეს სპიკერის პოსტზე 2017 წელს შონ სპაისერი შეცვალა. ის დონალდ ტრამპის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა. სარა სანდერსს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მედიასთან და ხშირად პრეზიდენტის მსგავსად ჟურნალისტებს დეზინფორმატორებად მოიხსენიებდა.
მომავალი პრეს სპიკერი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები