მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა “ნაციონალურ მოძრაობაში”. ერთმანეთს ნიკა მელია და მიხეილ მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.
ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანი გონების დაკარგვამდე ცემა.
ინფორმაცია ამის შესახებ “მარშალპრესს” “ნაცმოძრაობის” წევრმა მიაწოდა.
შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა. “ნაცმოძრაობის”ოფისში ერთმანეთს ნიკა მელია და მიხეილ მაჭავარიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანი წააქცია და წიხლით შედგა, რის გამოც, მაჭავარიანმა გონება დაკარგა.
ჩხუბში გაშველებას კონფლიქტის შემსწრე ნაცმოძრაობის სხვა წევრებიც ცდილობდნენ, თუმცა ნიკა მელია აფექტურ მდგომარეობაში იყო და გონდაკარგული მიხეილ მაჭავარიანის გამოხსნა გამშველებლებს ძალიან გაუჭირდათ.
დაპირისპირება მაჭავარიანსა და მელიას შორის ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი გახდა.
მაჭავარიანი ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნამ გააღიზიანა. დაპირისპირება მელიასა და მაჭავარიანს შორის გახშირდა პარტიულის სიის დაკომპლექტების დროს წარსადგენი კანდიდატებისა და პარტიის ფინანსური რესურსების გადანაწილების დროსაც. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ვერ თანხმდებოდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიტყვიერი დაპირისპირებით სრულდებოდა. თუმცა ორი დღის წინ დაწყებული სიტვყიერი დაპირისპირება მიხეილ მაჭავარიანის სასტიკი ცემით დასრულდა.
ნაციონალებში ლიდერებს შორის დაპირისპირების თემა ახალი არ არის და თითოეული საკუთარი გავლენისა გუნდის გაძლიერებისთვის იბრძვის. ნიკა მელიამ საკუთარი გუნდი, ყოფილი ძალოვნებით ე.წ. “ზონდერებით” დააკომპლექტა და საკუთარი გავლენის გასაძლერებლად პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საპროტესტო აქცების დარბევებში გაწაფული, კარგი ფიზიკური მონაცემების მქონე პირები შეიყვანა.
მიხეილ მაჭავარიანი ცემის გამო პარტიულ ღონისძიებებს ვეღარ ესწრება, ფიზიკური დაზიანებების გამო, მაჭავარიანი ბოლო დროს მედიასთანაც არ გამოჩნეილა.
შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირებები პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო ერთი წლის მანძილზე უფრო გახშირდა.
წყარო: marshalpress.ge