შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრო ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდებს, რომ 19 ივნისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 75-82 კმ-ზე (დუშეთის რ-ნი სოფ. მლეთა) გადატვირთული მოძრაობისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოერიდონ 30- ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ.
კომენტარები