”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მედია მდივნის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია მათ, ვინც პოლიციელის მკვლელის სახელმწიფო სამსახურში აყვანა სთხოვა.
”მაშინ, როცა ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს და ხალხი გააღარიბეს, ივანიშვილი და ერთ დროს მისი რჩეული მარგველაშვილი ქვეყნის მუქ ტრადიციებში მართვას აგრძელებენ. გამოძიებით დადგენილია, რომ ჩიღვინაძე ბურჯანაძის იმ ესკორტის წევრი იყო, რომელიც 26 მაისს პოლიციელების კორდონს დაეჯახა და ერთ-ერთის სიცოცხლე იმსხვერპლა. დასჯის ნაცვლად კი, მთავრობამ ის პოლიტპატიმრად გამოაცხადა და ახლა პრეზიდენტმა სახელმწიფო სამსახურში აიყვანა. ეს ნიშნავს, რომ მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ მიაყენა ტრამვა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს; ყველა პოლიციელს, ვინც სამშობლოს ემსახურება. მარგველაშვილმა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გამოავლინა უნებისყოფობა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია მათ, ვინც პოლიციელის მკვლელის სახელმწიფო სამსახურში აყვანა სთხოვა. სამწუხაროდ პრეზიდენტი მოიქცა ისე, როგორც ბესელია, ანუ უთავმოყვარეოდ”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.