რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლენტა.რუ“ ავრცელებს.
რუსეთის პრეზდენტმა ხელისუფლებას დაავალა, რომ უზრუნველყონ რუსეთის იმ მოქალქეების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც ამ წუთებში საქართველოში იმყოფებიან. ამის შესახებ ნათქვამია მის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის ნაციონალური უსაფრთხოების დოკუმენტია და სადაც საუბარია ცალკეული ზომების უზრუნველყოფის შესახებ. განცხადებას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია ფედერალური ხელისუფლების მოქალაქეების ბარგის საკითხის გადაწყვეტაც.
განცხადების თანახმად, რუსეთის მოქალქეების უსაფრთხოების საკითხი საქართველოს ხელსუფლებასთან კოორდინირებულად უნდა გადაწყდეს.
პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, რომ ოფიციალურ თბილისთან ითანამშრომლოს.
ვლადიმერ პუტინმა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანის ბრძანება გასცა
2019/06/21 23:22:38

ნანახია: 756 ჯერ