პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო კამპანია სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება. ხვალ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სამცხე-ჯავახეთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ახალციხედან სიტყვით მიმართავს და კანდიდატებს წარუდგენს.პარტიის კანდიდატების დასახელება 20:00 საათზე, ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე გაიმართება.
კომენტარები