სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილმა ამბროლაურში ივერიის ყოვლადწმინდა ღვდისმშობლის სახელობის ტაძრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. საკათედრო ტაძარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოილოცა და სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
პატრიარქმა ეკლესიას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა და ტაძრის ქტიტორს, გოჩა ენუქიძეს მადლობის სიგელი გადასცა. აღსანიშნავია, რომ ტაძრის მშენებლობა, დაახლოებით, ათი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესია შუა საუკუნეების არქიტექტურული სტილით აიგო, ხოლო სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ადგილობრივი კირ-ქვით შესრულდა. ეკლესიის ორნამენტები ხელნაკეთი და მრავალფეროვანია.
როგორც ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ტაძრის გახსნის დღე ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილეს დაემთხვა.
“უპირველესად, სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენს ულამაზეს კუთხეს, რაჭას კიდევ ერთი დიდებული ტაძარი შეემეტა.
დიდი მადლობას ვუხდი გოჩა ენუქიძეს ტაძრის აღმშენებლობაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის და მინდა, ქვეყვნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში წარმატება ვუსურვო.
მნიშვნელოვანია, რომ ტაძრის კურთხევის დღე ნიკორწმინდის ეკლესიის 1000 წლის იუბილეს დაემთხვა. ნიკორწმინდა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში აშენდა. ეს იყო საქართველოს გაერთიანებული სამეფოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის მმართველობის ხანა. ვისურვებდი, რომ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის დღე ჩვენი სამშობლოს გაერთიანების საწინდარი ყოფილიყოს”, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.