მექსიკის დასავლეთ ნაწილში გვადალახარას შტატში რამდენიმე საათიანი უწყვეტი ძლიერი სეტყვის შედეგად 1.5 მეტრის სიმაღლის ყინულის საფარი წარმოიქმნა. ამის შესახებ იფნორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სტიქიამ განსაკუთრებით შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი გვადალახარი დააზიანა, სადაც 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ძლიერი სეტყვის შედეგად 200-მდე საცხოვრებელი სახლი და ათასობით ავტომობილი დაზიანდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. სამაშველო ჯგუფები ქალაქის ქუჩების გაწმენდას ამ მომენტამდე ცდილობენ. ქალაქის გუბერნატორმა ენრიკე ალფარომ განაცხადა, რომ აქამდე მსგავსი რამ არასოდეს უნახავს და ის სტიქიურ უბედურებას კლიმატის ცვლილებასთან აკავშირებს.
კომენტარები