იტალიაში ვულკანის ამოფრქვევას ერთი ტურისტი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მომხდარის დროს ვულკანის ფერდობზე იმყოფებოდა.
უბედური შემთხვევა სიცილიის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ სტრომბოლიზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპული ტურისტი ამოფრქვევის დროს ჩამოცვენილი ქვების ქვეშ მოჰყვა.
კრატერიდან გადმოსულმა ლავამ ტყის ხანძარი გამოიწვია. კუნძულზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
კომენტარები