საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა. ამის შესახებ BBC წერს.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების მოგება როგორც მემარცხენე მთავრობას, ისე ცენტრისტულ-მემარჯვენე ოპოზიციას სურს. საკანონმდებლო ორგანოში სულ 300 ადგილია.
2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ საბერძნეთში ეს უკვე მერვე არჩევნებია.
საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი პარტია ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა.
საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ოქტომბერში უნდა გამართულიყო.
კომენტარები