რუსეთის მიერ სირიაში იერიშების შედეგად ბოლო ორ თვეში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი ათასამდე კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ უფლებადამცველი ორგანიზაციების და საგანგებო სიტუაციების ადგილობრივი სამსახურების თანამშრომლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
მათი თქმით, დაღუპულთაგან 130 ბავშვია.
როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციები იუწყებიან, საჰაერო თავდასხმების სამიზნე ხშირად ხდება სამედიცინო პუნქტი, რაც დიდ მსხვერპლს იწვევს.
სირიის სახელისუფლო ძალები და ოფიციალური მოსკოვი უფლებადამცველი ორგანიზაციების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეებითდასახლებულ პუნქტებზე საჰაერო თავდასხმები არასდროს ხორციელდება.
სირიაში ამბოხებულების უკანასკნელ ბასტიონზე საჰაერო იერიშები ორი თვის წინ დაიწყო. იდლიბის პროვინციაში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, ბაშარ ალ ასადის არმიას საჰაერო მხარდაჭერას რუსეთი უზრუნველყოფს.