დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის ელჩს აკრიტიკებს. დიპლომატი პირად მიმოწერაში, რომელიც გასაჯაროვდა, შეერთებული შტატების ადმინისტრაციას არაკომპეტენტურად და არასაიმედოდ მოიხსენიებდა.
დონალდ ტრამპის თქმით, ელჩის ეს განცხადება მოწმობს, რომ ის საკუთარ ქვეყანას სათანადო სამსახურს ვერ უწევს.
კიმ დეროკის შეფასებები თავად ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს და არაეთიკური, არაპატრიოტული და არაპროფესიონალური უწოდეს.
ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ელჩის მიმოწერის უკანონოდ გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
კომენტარები