ლიეტუვის ახალმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პარლამენტში ფიცი დადო. 55 წლის გიტანას ნაუსედამ პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადის დაწყების დროს პირობა დადო, რომ ქვეყანაში განათლების სისტემის გაუმჯობესებას ეცდება და რეგიონში არსებული უთანასწორობის წინააღმდეგ იბრძოლებს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ლიეტუვის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი კურსი კვლავ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია იქნება.
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართა. მეორე ტურში ყოფილმა ბანკირმა, ნაუსედამ ამომრჩეველთა ხმების 74 პროცენტის მოგროვება მოახერხა, მისმა კონკურენტმა, ინგრიდა სიმონიტემ კი – მხოლოდ 26 პროცენტის. გიტანას ნაუსედამ ბალტიისპირეთის „რკინის ლედიდ“ წოდებული დალია გრიბაუსკაიტე შეცვალა.
კომენტარები